გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ნადარეიშვილი: რაც წლევანდელ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, ეს არის სპეციალური ღონისძიება, რომელიც გამოფენის ფარგლებში იქნა ორგანიზებული

5-11-2026

„დღეს ქალაქ შანხაიში ოფიციალურად გაიხსნა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE)  გამოფენა. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მისი ჩატარების ისტორიაში ეს იქნება რეკორდული მასშტაბის გამოფენა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. 


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო ტრადიციულად, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის მონაწილე ქვეყანაა.  


„გამოფენა უკვე მეცხრედ ტარდება და საქართველო ტრადიციულად არის წარმოდგენილი ამ გამოფენაზე - ძალიან მასშტაბურად, 40-მდე კომპანია სამ პავილიონში იქნება წარმოდგენილი ქართული საექსპორტო პროდუქციით", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. 


გამოფენაზე საქართველო სამი თემატური: ეროვნული, საკვებისა და სასმელების და სამომხმარებლო პროდუქციის პავილიონითაა წარმოდგენილი. წელს პირველად, გამოფენის ფარგლებში ქართული და ჩინური კომპანიების შეხვედრების მიზნით, სპეციალური ღონისძიება გაიმართება. 


„რაც წლევანდელ გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, ეს არის სპეციალური ღონისძიება, რომელიც გამოფენის ფარგლებში იქნა ორგანიზებული, სადაც ქართველ ექსპორტიორებს და ჩინელ იმპორტიორებს საშუალება ექნებათ, რომ უშუალო, პირდაპირი, საქმიანი კომუნიკაცია დაამყარონ" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30