გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"დაბადების დღეს გილოცავთ, ჯალათებო!" - მოსკოვში PUSSY RIOT-ის წევრი დააკავეს

20-12-2017

რუსული პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის წევრი მოსკოვში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წინ გამართული საპროტესტო გამოსვლის გამო დააკავეს. შენობის კიბეებზე მარია ალიოხინამ გაშალა ბანერი წარწერით: "დაბადების დღეს გილოცავთ, ჯალათებო!". აქტივისტი ამ ფორმით საბჭოთა საიდუმლო პოლიციის "ჩეკას" შექმნიდან 100 წლისთავს გამოეხმაურა.

მარია ალიოხინასთან ერთად ორი ფოტოგრაფი, ანდრეი ზოლოტოვი და დენის ბოჩკარიოვიც დააკავეს. ამჟამად სამივე დაკავებული პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

20 დეკემბერს რუსეთში ოფიციალურად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების დღე აღინიშნება. არაოფიციალურად კი, "ჩეკას" (საგანგებო კომისია) შექმნის დღე. "ჩეკა" 1917 წლის 20 დეკემბერს ლენინის განკარგულებით დაარსდა.

წყარო: "ტაბულა"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031