გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუს-ი: საოკუპაციო ძალების მიერ სასულიერო პირის დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია

5-02-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) სოფელ ნიქოზის განაპირას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ძალების მიერ სასულიერო პირის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამა დავით დურგლიშვილი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.


ინტერპრესნიუსი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30