გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლას პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი დაესწრებიან

5-02-2019

დღეს, IX მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია დაიწყებს მუშაობას. საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრები, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრებიან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ახალი რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის მიერ გაწეულ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, საგარეო მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს დაეთმობა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31