7-02-2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქებში თბილისსა და რუსთავში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 031 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტი IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 1 850 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს.
ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 14 000 ლარს აღემატება.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||