7-02-2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი
მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.მ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 5 აბი, რომელიც 2018 წლის 14 აპრილს, თბილისში მდებარე ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში 420 ლარად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე.
სამართალდამცველებმა მ.მ. 12 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად
8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.
13-05-2026
23-06-2026
26-06-2026
| « ივლისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||