გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შვეიცარიაში ქართულ-რუსულ-შვეიცარიული კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა

7-02-2019

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ჟენევაში 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველი, ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა შედგა.


შვეიცარიის თავმჯდომარეობით საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის მონაწილეობით ერთობლივი კომიტეტის ამოცანებია, ზედამხედველობა გაუწიოს 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე გადაწყვიტოს შესაძლო სადავო საკითხები და საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები.


ორი სახელმწიფო მხარის მიერ ნდობით აღჭურვილმა ნეიტრალურმა კერძო კომპანიამ SGS-მა შეხვედრის განმავლობაში წარმოადგინა მოკლე მოხსენება, მისი მანდატის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება ახლად დაარსებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.


შეხვედრა 6 თებერვალს შედგა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930