გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართული მხარე ერგნეთში შეხვედრაზე ხურვალეთთან ოკუპანტების მიერ სამეთვალყურეო კოშკურის დამონტაჟების საკითხ დააყენებს

8-02-2019

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე შეხვედრაზე სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხს დააყენებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფრომაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.


სამუშაოები სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, ხურვალეთთან ორი დღის წინ დაიწყო, ხოლო გუშინ კვლავ განახლდა. ადგილზე უკვე მიტანილია რკინის კონსტრუქცია და ჯიხური.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31