გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული იზოლატორიდან ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს

11-02-2019

13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.


შსს-ს ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა.


გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


ინტერპრესნიუსი 



ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31