გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მწვერვალ შხარასთან დაშავებული 17 წლის მოზარდი მაშველებმა საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს

13-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით , მაშველებმა შხარასთან დაშავებული მოზარდი გადაარჩინეს.


17 წლის მოზარდი მწვერვალ შხარასთან სნოუბორდით სრიალის დროს დაშავდა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა. დაშავებული მოზარდი მაშველებმა მესტიის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.


სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.


მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30