გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარია: დღეს ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც უკეთესად ესმის „TBC ბანკის" ფინანსური სისტემისთვის მნიშვნელობა, ვიდრე - ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს

15-02-2019

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდის შესახებ პრეზენტაციის შემდეგ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


"ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით როგორც ყოფილ ბიზნეს ომბუდსმენს, რა თქმა უნდა გიპასუხებთ, რომ TBC ბანკი არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს.


არ არსებობს დღეს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთესად ესმის „TBC ბანკის" ფინანსური სისტემისთვის მნიშვნელობა, ვიდრე ეს რეგულატორს, ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მით უმეტეს ჩემი მხრიდან და აქ ჩემი კომენტარები, მაშინ როდესაც რეგულატორი თავის მანდატშია შესული, აბსოლუტურად უადგილო და ზედმეტია". - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930