გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გერის მრჩევლად დანიშვნით, ბოროტი დედინაცვლის შესახებ საკაცობრიო მითი დაამსხვრია

16-02-2019

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ერთი პოზიტიური საქმე გააკეთა,“ როდესაც ბოროტი დედინაცვლის შესახებ არსებული მითი დაამსხვრია.


ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე პირველმა ლეიბორისტმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ „პოზიციაში“ ისაუბრა.


„პრეზიდენტი გამოდის და ანგარიშს აბარებს საზოგადოებას „კლარინეტი“ ვიყიდეთო. ზურაბიშვილი ამით არის დაკავებული მაშინ, როცა ხალხს გვიხოცავენ და გვტაცებენ. ამ დროს ის გაეროს წინ უნდა იჯდეს, კარავი ედგას და ეწეროს-შეწყვიტეთ საქართველოს ოკუპაცია.
ერთადერთი პოზიტივი, რასაც ვერ წავართმევთ ისაა, რომ თავისი გერი დანიშნა მრჩევლად და ამით დაამსხვრია საკაცობრიო მითი ბოროტი დედინაცვლის შესახებ“- ამბობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930