გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
7 თვეში C ჰეპატიტის გავრცელების ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა

11-03-2019

2018 წლის აპრილ-ოქტომბრის მონაცემებით, C ჰეპატიტის გავრცელების მხრივ სამეგრელო-ზემო სვანეთი საქართველოში პირველ ადგილზეა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეგიონში ჩატარებული საპილოტე პროექტის შედეგად გამოიკვეთა.


უფრო კონკრეტულად, 2018 წლის აპრილ-ოქტომბერში C ჰეპატიტზე სკრინინგი 88 178-მა პირმა ჩაიტარა, საიდანაც სკრინინგ დადებითი 2 279 აღმოჩნდა. საბოლოოდ, კონფირმაციული ტესტით კი დაავადება 1 277 პირს დაუდასტურდა. აღნიშნული პირებიდან C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობაში 499 პირი ჩაერთო.


ამასთან, პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის გამოკვლევა შიდსსა და ტუბერკულოზზეც განხორციელდა.

უფრო კონკრეტულად, შიდსზე სკრინინგი 75 105 პირს ჩაუტარდა, საიდანაც სკრინინგ დადებითი 37 აღმოჩნდა. კონფირმაციული ტესტით კი შიდსი 11 პირს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი მკურნალობაში ჩაერთო.

რაც შეეხება ტუბერკულოზს, მასზე 88 178 პირის გამოკვლევა განხორციელდა, აქედან 192 სავარაუდო შემთხვევა გამოიკვეთა, საიდანაც დაავადება კი 22 პირს დაუდასტურდა და მკურნალობაში ჩაერთო.


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა მსგავსი პროექტის განხორციელება აჭარაში დაიწყო.

მისი განხორციელება ასევე, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე ქუთაისსა და ხარაგაულში იგეგმება.


ინტერპრესნიუსი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930