გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მირცხულავა: „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებით, შესაძლებელია კომერციულ სექტორში კონკურენტული ფასი გაჩნდეს

12-03-2019

„გაზპრომთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებით, შესაძლებელია კომერციულ სექტორში კონკურენტული ფასი გაჩნდეს, რაც თავისთავად ცუდი არ იქნება,“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა დავით მირცხულავამ „გაზპრომსა“ და ქართულ მხარეს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ კომენტარისას განაცხადა.


მისივე თქმით, საუბარი არ არის მოსახლეობისთვის და ენერგოსექტორისთვის გაზის მიწოდებაზე, საუბარია, რომ გარკვეულ კომერციულ სტრუქტურებს საშუალება მიეცემათ შემოიტანონ გაზი საკუთარი მოხმარებისთვის.


„შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არ შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და პირიქით, შესაძლებელია, რომ კომერციულ სექტორში გარკვეული კონკურენცია შექმნას“, - განაცხადა დავით მირცხულავამ.


ექსპერტის თქმით, ფასები ჩვენთან კომერციულ სექტორში რეგიონში ყველაზე მაღალია და კარგია, თუ კომერციულ სექტორში კონკურენტული ფასი გაჩნდება.

„თუ ამ სექტორში გაჩნდება ახალი მიმწოდებელი და ფასი გაიაფდება, არა მგონია, რომ ეს ქართულ ეკონომიკას არ წაადგეს“, - განაცხადა დავით მირცხულავამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930