გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯეფრი დევიდ საქსი: სწორია გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს მოწინავე დარგად აქცევს

13-03-2019

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა მრჩეველმა პროფესორმა ჯეფრი დევიდ საქსმა თსუ-ს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა, სადაც ანათლების მიმართულებით მთავრობის ახალი ინიციატივის - მშპ-ს 6 %- ით განათლების დაფინანსების შესახებ ისაუბრა.


მისი თქმით, სწორია გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს მოწინავე დარგად აქცევს.


„საქართველო უახლოეს მომავალში იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკაშიც წამყვანი ძალა იქნება განათლება და ცოდნა. საქართველოს უკვე სტუმრობს უამრავი ტურისტი, გარდა ამისა ქვეყანაში მაღალ დონეზეა განვითარებული ჯანდაცვის სისტემა და საფინანსო სექტორი. მთავრობის ახალი მიდგომა - ქვეყნის შემოსავლების დიდი ნაწილი მოხმარდეს განათლებას, არის ის გზა, სწორი გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს ზუსტად ისეთივე მოწინავე დარგად აქცევს, როგორც ჯანდაცვას და ტურიზმს. ძალიან მიხარია, რომ მთავრობა სწორედ ამ გზით წავიდა და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ ცვლილებების მიმართ, რასაც ეს საქართველოს მოუტანს” ,- განაცხადა ჯეფრი დევიდ საქსმა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031