გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კალაძე: თბილისში მცხოვრებ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

13-03-2019

დედაქალაქში მცხოვრებ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება. 


როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ოჯახებისთვის ფართების დაკანონება წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა.


მისივე თქმით, დედაქალაქის მერია 20 ოჯახს ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს.


„საცხოვრებელ ფართებს, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ, ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ვერ იკანონებენ. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და ძალიან ბევრ ოჯახს მივანიჭეთ ეს ბედნიერება. დღეს 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, მათგან 18 ოჯახს ჭიჭინაძის ქუჩაზე, ერთ ოჯახს ვარკეთილი 3-ის მეოთხე მიკრორაიონში, ხოლო ერთ ოჯახს ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში“ - აღნიშნა კახა კალაძემ. 


თბილისის მერმა აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31