გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველომ პარიზის წიგნის ბაზრობისგან საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შეთავაზება მიიღო

15-03-2019

საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზებას იღებს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს. ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.


ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ფრანგულ მხარესთან 2020-2022 წლებში პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდით, ასევე, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის დეტალების შეთანხმება და ფრანგულ ენაზე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი პროგრამების შემუშავება.


საქართველომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის შეთავაზება, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განხორციელებული წარმატებული პროექტის ფარგლებში მიიღო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30