გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპატრიარქო ჯარში სასულიერო პირების გაწვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

19-03-2019

„უნდა გატარდეს ზომები, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება არ იყოს გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ" , – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.


"სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.


ამასთან, უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს", – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930