გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მთავარი მიზანი, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებაა

19-03-2019

საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მთავარი მიზანია, გაუმჯობესდეს გამოძიების ხარისხი, რაც ნიშნავს ადამიანის უფლებების უფრო ეფექტურ დაცვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.


როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რეფორმა გულისხმობს კიდევ უფრო ეფექტურად და მაღალი ხარისხით ბრძოლას დანაშაულთან და კრიმინალთან.


„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. იმედი გვაქვს, რომ კრიმინალს და დანაშაულს გაუმჯობესებული ხარისხით უფრო ეფექტურად ებრძვის და შეებრძოლება შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა ოხანაშვილმა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვენეციის კომისია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმას დადებითად აფასებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31