გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რამიშვილი: კინწურაშვილის დასკვნა იმდენად ყალბია, რომ ,,პადელნიკმა“ ვახუშტი მენაბდემაც კი თქვა „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას სიზუსტე დააკლდაო

21-03-2019

ინტერნეტ ტელევიზია პოსტვ-ის გადაცემა „მედია რენტგენის“ ავტორი შალვა რამიშვილი ,, მედიის განვითარების ფონდს“ ამხელს.
გადაცემაში საუბარია ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროატლანტიკურ და საერთოდ დასავლურ კურსს ეწინააღმდეგება.


შალვა რამიშვილი იხსენებს 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც მოხდა აქციის მონაწილეთა საშინელი დარბევა, ყველა მაუწყებელი გათიშეს და ეთერში მხოლოდ საზოგადოებრივი დარჩა. სწორედ ამ პერიოდში კი არხის ხელმძღვანელი კინწურაშვილი იყო.


,,2007 წლის 8 ნოემბერს მოამბის ეთერით კინწურაშვილმა დაუმალა ხალხს ნატოს გენერალური მდივნის განცხადების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც ნათქვამი იყო: ,,საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მედია მაუწყებლობების დახურვა საქართველოში, რომელთანაც ალიანსს უფრო მეტად ინტენსიური დიალოგი აქვს, განსაკუთრებული შეშფოთების საგანია და არ მოდის ევრო-ატლანტიკურ ღირებულებებთან თანხვედრაში“. მიშამ უბრძანა და დაუმალა, - ამბობს შალვა რამიშვილი.


გადაცემის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930