გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: „თიბისიზე“ კიბერშეტევის საქმის გამოძიების ფარგლებში კომპიუტერებია ამოღებული

21-03-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, "თიბისი ბანკზე" განხორციელებული კიბერთავდასხმის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რუსთაველის N12-დან კომპიუტერები ამოიღეს.


მისი თქმით, გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ეს კომპლექსური სისხლის სამართლის საქმეა და რამდენიმე დღეში ან ერთ კვირაში ვერ დასრულდება.

"ამოღებულია კომპიუტერები, მათ შორის რუსთაველის 12 ნომრიდან. მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, შესწავლა. არ არის საკმარისი დრო კომპიუტერული ინფორმაცის დამუშავებისთვის. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება გამოძიება, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. კოკა ყანდიაშვილი ამ ეტაპზე გამოკითხული არ არის. როგორც კი ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად დაიკითხება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმესთან“ დაკავშირებით გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31