გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობახიძე: ეკა ბესელია რთულ მდგომარეობაშია, მას ჩვენი მხრიდან არა პოლემიკა, არამედ დახმარება სჭირდება

26-03-2019

„ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ეკა ბესელიასთან პოლემიკაში შესვლა, პირიქით, მას სჭირდება თანადგომა, ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ ამოვიდეს მდგომარეობიდან, რომელშიც არის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი შეფასებით, ეკა ბესელია რთულ მდგომარეობაშია და დახმარება სჭირდება.

„ის არის აღმოჩენილი რთულ მდგომარეობაში. შესაბამისად მას სჭირდება არა პოლემიკა ჩვენი მხრიდან, არამედ პირიქით, დახმარება. მას თავისი პრიორიტეტები აქვს ცხოვრებაში. ეს არის ძალაუფლება და მან დაკარგა ეს მთავარი, რაც არის მისთვის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ემოციურ ფონზე, ეკა ბესელია არასწორ განცხადებებს აკეთებს.

„არის ტანდემში „რუსთავი 2“-თან და ეს არის ძალიან მარტივი შეცდომები, რომელიც საზოგადოებისთვის თვალსაჩინოა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031