გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მართლწესრიგის ოფიცრები მოსწავლეებთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ

27-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 50-მდე მოსწავლესთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ.


მოზარდებმა დაათვალიერეს ქართული ხელნაწერების ფონდში თავმოყრილი V-XIX საუკუნეების ხელნაწერები, საეკლესიო მწერლობის ორიგინალური და ნათარგმნი ძეგლები.


ფონდის თანამშრომლებმა სტუმრებს, ასევე, წარუდგინეს საერო ლიტერატურის უძვირფასესი ნიმუშები, მათ შორის შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური ნუსხები, ასტროლოგიური, გეოგრაფიული, სამედიცინო, მათემატიკური, სამხედრო და სხვა ხასიათის თხზულებათა შემცველი ხელნაწერები.

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30