გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით საუკეთესო 153 ქვეყანას შორის 52-ე პოზიციაზეა

21-12-2017

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ქვეყნების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. 
ამ ჩამონათვალში საქართველო 52-ე ადგილზეა და უსწრებს რეგიონის ყველა ქვეყანას, მათ შორის თურქეთსა და რუსეთს. რეიტინგში საქართველო ასევე მნიშვნელოვნად უსწრებს მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს.

მიუხედავად „ბრექსიტისა“ და მისით მოსალოდნელი ეკონომიკური კოლაფსისა, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა თავს შესანიშნავად გრძნობს და 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ქვეყნების რეიტინგის სათავეში მოხვდა. ის ჩატარებული კვლევის პრაქტიკულად ყველა კომპონენტში 25 საუკეთესო ქვეყანას შორის არის, რამაც განაპირობა მისი ლიდერობა. მეორე პოზიციაზეა ახალი ზელანდია, ხოლო ხუთეულს კრავენ ნიდერლანდები, -0:06შვედეთი და კანადა. რაც შეეხება ბიზნესის კეთების მიხედვით ყველაზე ცუდ ქვეყნებს, აქ ბოლო ათეულში აფრიკული ქვეყნების სიმრავლეა. ესენი არიან ზიმბაბვე, ბურუნდი, გვინეა, აქვეა იემენი, ავღანეთი, ჰაიტი და უკანასკნელ პოზიციებზე კვლავ აფრიკული გამბია და ბოლო 153-ე პოზიციაზე ჩადი.

ცნობისთვის, „ფორბსის“ წინა წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო 139 ქვეყანას შორის 43-ე პოზიციაზე იყო.


bpn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031