გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: ბიძინა ივანიშვილი ხიბულაში ჩავიდა არა არჩევნების, არამედ ზვიად გამსახურდიას იუბილის გამო, რომელიც რამდენიმე დღეშია

30-03-2019

დღეს ზვიად გამსახურდიას სახელის მიმართ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დიდი პატივისცემა გამოიხატა. ვერც მისი პრეზიდენტობისას და ვერც მისი სიკვდილის შემდეგ, ჩვენ, საზოგადოებამ ვერ შევძელით სათანადო პატივი მიგვეგო ეროვნული გმირისა და პირველი პრეზიდენტისთვის, საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მომპოვებლისა და მისი გამომცხადებელისადმ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.


"ემოციური სიტყვები რჩებოდა ემოციურ სიტყვებად, რასაც თან არ სდევდა საქმე, რომელიც შეძლებდა გამოეხატა ის მოწიწება, რაც ზვიად გამსახურდიას ერისგან ეკუთვნის. 
მინდა მივესალმო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ზვიად გამსახურდიას მუზეუმის მშენებლობის შესახებ და გაკეთებულ განცხადებას გამოძიების დროულად დასრულების აუცილებლობის თაობაზე. 
აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც ეს ყველაფერი სრულიად უადგილოდ მაისში დაგეგმილ არჩევნებს მიაწერა. 
ბიძინა ივანიშვილი ხიბულაში ჩავიდა არა არჩევნების, რომელიც 51 დღეშია, არამედ ზვიად გამსახურდიას იუბილის გამო, რომელიც 2 დღეშია, 31 მარტს პირველი პრეზიდენტი 80 წლის ხდება" - აღნიშნავს ზაზა გაბუნია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930