გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: უკრაინაში აქციებს პერმამენტული სახე მიეცემა და ჩვენი მოთხოვნები გამკაცრდება

2-02-2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას სურს, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი დანებდეს და მათ პრეზიდენტის გადადგომა აღარ მოითხოვონ. 
მისივე თქმით, უკრაინაში აქციებს პერმამენტული სახე მიეცემა და მომიტინგეთა მოთხოვნები გამკაცრდება. 
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია “news one"-ის ეთერში განაცხადა.
„როდესაც გასულ წელს უკრაინაში ვბრუნდებოდი, ვიცოდი რომ ხელისუფლება ჩემს დაშანტაჟებას შეეცდებოდა და ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავდნენ. ეს არის დაშინებისა და შანტაჟის კლასიკური ტაქტიკა. უკრაინის ხელისუფლებას უნდა, რომ ჩვენ დავნებდეთ და არ მოვითხოვოთ პრეზიდეტის გადადგომა. ხალხმა უნდა აჩვენოს მსოფლიო საზოგადოებას, რომ გარდა კორუფციული მთავრობისა, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვისთანაც საუბარი შეიძლება. დემოკრატიული სამყარო ყოველთვის ხალხის მხარეზეა. როდესაც მსოფლიო ხედავს ხალხის დიდ რაოდენობას ქუჩებში, ხელისუფლების საქმე დამთავრებულია. ამიტომ ეშინია პოროშენკოს ასე ძალიან. გადავწყვიტეთ, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი მივცეთ და მომავალ მიტინგზე ჩვენი მოთხოვნები გავამკაცროთ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930