გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

7-04-2019

დაახლოებით ერთი საათის წინ დიღმის მასივში აფეთქება მოხდა.


წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.


აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.


ამჟამად კორპუსში ბუნებრივი აირი გადაკეტილია, აფეთქების გამეორების საფრთხე არ არის.


მოსახლეობას საცხოვრებელი კორპუსი დაატოვებინეს და უცნობია, როდის მიეცემათ მათ საშუალება, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.


შემთხვევის ადგილზე ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930