გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ქართული ოცნება" და საკრებულოს უმრავლესობა ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა დატოვეს

11-04-2019

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ დატოვეს.
როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, გადაწყვეტილება მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.


„ძალიან კარგად ვნახეთ, რომ მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე, თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი, ლევან გოგიჩაიშვილისა და ჩვენი თანამებრძოლების გადაწყვეტილება კი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყლის დასხმა. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სანდრო გირგვლიანის, ასევე 7 ნოემბერის თემით მოვიდა და ახლა ამ ისტორიის წშლა მიმდინარეობს.

ამასთან, ჯიშკარიანი და შაქარიშვილი „დაიცავი საქართველოს“ უერთდებიან.


როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა აღნიშნა, უკანასკნელ პერიოდში სახეზეა მორალური ფასეულობების გადახედვის უხეში მცდელობა.


„ჩემთვის მიუღებელია სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათების გაპრავება, ეს ყველაფერი კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდეალებთან და იმ დაპირებებთან, რომელიც სულ ახლახანს მეორე ტურის წინ გაიცა. სწორედ ამიტომ ვტოვებთ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და 13 აპრილს 14:00 საათზე ვუერთდებით „დაიცავი საქართველოს“ შეკრებას“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30