გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრეზიდენტის ადმინისტრაციას სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების კომპენსაცია ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდა

12-04-2019

პრეზიდენტის ადმინისტრაციას სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების კომპენსაცია თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა.


პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, 63 თანამშრომელს ჯამში 436 500 ლარი ჩაერიცხა.


რაც შეეხება მომდევნო ეტაპს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი კადრებით დაკომპლექტებას გულისხმობს, მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, „ვაკანსიების გამოქვეყნების პროცედურებთან დაკავშირებით ბოლო დეტალები საჯარო ბიუროსთან თანხმდება“.

გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა, რამდენი ვაკანტური ადგილია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და რა მიმართულებებზე.


ინტერპრესნიუსი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930