გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
როჯერ ვიკერი: საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და ვერავინ შეუშლის ხელს ქართველი ხალხის ამ არჩევანს

12-04-2019

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა.


შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ს შორის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებზე, ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს სუვერენიტეტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.


"ყოველთვის მოხარული ვარ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის შესაძლებლობით. საქართველო ამერიკის სანდო პარტნიორი და მეგობარია. ჩვენ გავქვს ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა და მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე. საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ვერავინ შეუშლის ხელს ქართველი ხალხის ამ არჩევანს. ვულოცავ საქართველოს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ღია და თავისუფალი არჩევნების ჩატარებასა და დამოუკიდებელი სასამრთლოს ფორმირებას", - განაცხადა როჯერ ვიკერმა.


სენატორმა ქართველ კოლეგას პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მიულოცა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930