გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

19-04-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ს/ს "საქართველოს რკინიგზის" ორი თანამშრომელი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც ევალებოდათ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორს, შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან, ე.წ. "ატკატი"-ს სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 2 440 ლარი.


გამოძიება მიმდინარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31