გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების ფარგლებში მოძველებული სანათები დიოდური ნათურებით იცვლება

19-04-2019

სენაკში დღეს ლევან მეორე დადიანის ქუჩაზე გარე განათების ლამპიონების სამონტაჟო სამუშოები დაიწყო.


სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი გარე განათების ქსელის მოწყობით სამუშაოებს აგრძელებს.


გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდა დუტუ მეგრელის, სამეგრელოს, თეოფანე დავითაიას, ეგრისის, გაბაშვილის ქუჩებზე.


აღნიშნულ ქუჩებშზე მსგავსი სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა.


მოძველებული, მწყობრიდან გამოსული ნათურები თანამედროვე, დიოდური სანათებით შეიცვალა.


გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები კვლავაც გაგრძელდება და მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930