გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯიბღაშვილის ადვოკატი: ლევანი არ უარყოფს იმას, რომ ეს ნივთიერება მისი მანქანიდან ამოღებულ ჩანთაში აღმოაჩინეს

23-04-2019

ნარკოდანაშაულის ბრალდებით მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი გუშინ დააკავეს.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.


ჩხრეკის შედეგად ჯიბღაშვილის ავტომობილიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბიზნესმენს 6 წლამდე პატიმრობა ელის.


ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატის თქმით, დაკავებული არ უარყოფს, რომ ნარკოტიკული საშუალებები ნამდვილად მისი მანქანიდან ამოიღეს.


"ის, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა ნარკოტიკი ლევან ჯიბღაშვილის მანქანაში, ეს გამოძიების დასადგენია. ჩვენ ამ თვალსაზრისით აქტიურად ვთანამშრომლობთ საგამოძიებო ორგანოებთან. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას", - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი.


ამჟამად მსახიობი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930