გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კაცი, რომელიც ყოფილი შეყვარებულის სათვალთვალოდ გვირაბს რამდენიმე კვირის განმავლობაში თხრიდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

30-04-2019

50 წლის ცეზარ არნოლდო გომეზი გასულ ხუთშაბათს გონებადაკარგული იპოვეს გვირაბში, რომელიც მან ყოფილი შეყვარებულის, 58 წლის გრიზელდა სანტილანის სახლში მალულად გათხარა.


dailymail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სანტილანსა და გომეზს შორის 14-წლიანი ურთიერთობა მამაკაცის მხრიდან ძალადობის საფუძველზე დასრულდა.


არნოლდო გომეზი ყოფილი შეყვარებულის სახლში, მექსიკაში, გვირაბს რამდენიმე კვირის განმავლობაში თხრიდა.


როგორც გრიზელდა სანტილანი აცხადებს, ხმაურისათვის, რომელიც გვირაბის თხრის დროს იყო გამოწვეული, მას ყურადღება არ მიუქცევია, რადგან იფიქრა, ეს მისი კატების გამო ხდებოდა.


50 წლის კაცი გვირაბში პოვნის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ბრალი შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის წაუყენეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930