გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
85 წლის ომარ გამყრელიძეს, რომელმაც რძალი, შვილი და ორი მეზობელი მოკლა, ბრალს დღეს წარუდგენენ

4-05-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყანდაურაში ჩადენილი მკვლელობისათვის 85 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ.


მეზობლებისა და თვითმხილველების დაკითხვა გუშინ გვიან ღამემდე გრძელდებოდა.


ბრალდებულის მიერ მოკლული ოთხი ადამიანის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში ღამით გადაასვენეს.

85 წლის ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატოში იმყოფება.


გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.


დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930