გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხატია მოისწრაფიშვილი: შეწყალების კომისიის შემადგენლობა და კრიტერიუმები ცოტა ხანში გახდება ცნობილი

7-05-2019

შეწყალების კომისიის შემადგენლობა და კრიტერიუმები ცოტა ხანში გახდება ცნობილი - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.


მოისწრაფიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შეწყალების კომისია არ არის დაკომპლექტებული, პრეზიდენტი მაინც ახორციელებს შეწყალების აქტს.


„უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი კომისიის და იმ კრიტერიუმების შესახებ, რითაც იხელმძღვანელებს ახალი კომისია. შესაბამისად, ამის შემდგომ გახდება ცნობილი შემადგენლობაც, თუმცა პარალელურ რეჟიმში შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და პირდაპირი შეწყალების წესით საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს ჰუმანურობის აქტის გამოცემას“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930