გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: როგორც ჩანს მზადდებოდა უმძიმესი დანაშაული და სუს-მა მისი პრევენციის მიზნით სწორად და ეფექტურად იმოქმედა

8-05-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, არჩილ თალაკვაძე სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს ეხმაურება, სადაც საუბარი ტერაქტის მომზადების შესახებ იყო.


"გავრცელებული ჩანაწერი, სადაც სოსო გოგაშვილის და მისი ოჯახის მიმართ პირდაპირი საფრთხე იკვეთება, შემაშფოთებელია.


როგორც ჩანს მზადდებოდა უმძიმესი დანაშაული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი პრევენციის მიზნით სწორად და ეფექტურად იმოქმედა.


თანამდებობის პირები რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ, უსაფრთხოების თითოეული ოფიცერი და მათი ოჯახის წევრები სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული. ამიტომ, ამ საქმეზე შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით"-აცხადებს თალაკვაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31