გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი შენგელია: ოპონენტებისგან განსხვავებით მე მაქვს კონკრეტული გეგმები, რაც მუნიციპალიტეტს წაადგება

8-05-2019

,,ჩემი ოპონენტებისგან განსხვავებით მე მაქვს კონკრეტული გეგმები, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს წაადგება“ ეს განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ტელეკომპანია ,,იმედი“-ს პირდაპირ ეთერში, თოქ-შოუ ,,პირისპირ“ სტუმრობისას გააკეთა.

გიორგი შენგელიას თქმით, ის არის ზუგდიდელი, დაიბადა და გაიზარდა ზუგდიდში და შესაბამისად, კარგად იცნობს აქ არსებულ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებს.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა 3 ძირითადი პრიორიტეტი გამოყო, რასაც მისი მერობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ეს არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, თხილის სექტორში არსებული პრობლემა და დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930