გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: მავანთ ისე იცოდნენ - სიკეთის კეთებას ვერანაირი ძალა ვერ შეაწყვეტინებს სამშობლოსათვის დამაშვრალ ქართველ მეცენატს

10-05-2019

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.


"საზოგადო, პოლიტიკური მოღვაწე და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს თავის მამულიშვილურ საქმიანობას. უკანასკნელ ხანს ცნობილი გახდა, რომ იგი განახორციელებს საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელის, ანდრია პირველწოდებულის სახელთან დაკავშირებულ და თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის(პირველი საეპისკოპოსო ეკლესია სწორედ აქ დააარსა წმიდა ანდრია პირველწოდებულმა) აღდგენასა და მის სრულ რესტავრაციას.


უეჭველია რა ესმებათ მრავალთაგან კიდევ ერთი "ესე ამბავი" ქველმოქმედებისა - ოპოზიციას, ზოგიერთ არასამთავრობოს და მოშურნეებს იწყებენ უნისონში დიდ ხმაურს ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ. ადამიანს უნებლიედ გაგახსენდება სულხან-საბასეული: "შური არს მწუხარებაჲ სხვისა კეთილსა ზედა".


მავანთ ისე იცოდნენ - სიკეთის კეთებას ვერანაირი ძალა ვერ შეაწყვეტინებს სამშობლოსათვის დამაშვრალ ქართველ მეცენატს.

და იქვე: "შეუნდე მამაო, რამეთუ არ იციან რასა იქმან"(ლუკ. 3, 34) ", - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930