გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო გვენეტაძე: ჩემი პოზიციები მართლმსაჯულების რეფორმაზე ყოველთვის ღია იყო

10-05-2019

გვენეტაძის თქმით, მიზეზი უკავშირდებოდა ჯანმრთელობის პრობლემებს და მისი იმჟამინდელი მდგომარეობა და იმ პერიოდის გამოყენება, რაც რეაბილიტაციისთვის იყო საჭირო, არ წაადგებოდა სასამართლოს ხელისუფლებას, რის გამოც თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. "ეს პერიოდი რეაბილიტაციას დავუთმე და მაქვს ახლა ის უნარები, რომ დრო დავუთმო ამ პოზიციას".


გვენეტაძეს უკვირს, რომ ოპოზიცია მისი "გაუჩინარების" გარემოებაზე მიუთითებს.


"ოპოზიციას შეფასებების უფლება აქვს, მათ პოზიციას არ ვეთანხმები. ყოველთვის აქტიური ვიყავი, ჩემი პოზიციები მართლმსაჯულების რეფორმაზე ყოველთვის ღია იყო. ასეთი აქტიური ვეღარ ვიქნებოდი. ჩემი საქმიანობა არავითარ ეჭვს არ ბადებდა", - აღნიშნა გვენეტაძემ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დანიშვნაზე საუბრისას გვენეტაძემ თქვა, რომ ორი დღეა, ეს პოზიცია დაიკავა და უხელმძღვანელებს მიმართულებას, რომელიც შეეხება სასწავლო პროცესს.


უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კანდიდატების შერჩევის პროცესზე კონკრტულ პოზიციას არ აფიქსირებს და აცხადებს, რომ მართლმსაჯულებას წარმატებას უსურვებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930