გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს წარმომადგენლის თქმით, საპროტესტო ბანერების ჩამოხსნის საკითხი მათი სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის

12-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვაჟა სირაძემ, პარლამენტის მიმდებარედ განლაგებული პოლიციელების შესახებ კომენტარი გააკეთა.


"გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება და სწორედ ამის უზრუნველსაყოფად დგანან აქ პოლიციელები".

კითხვაზე, თუ რა ინფორმაცია აქვთ ბანერების ჩამოხსნასთან დაკავშირებით, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ არის შინაგან საქმეთა სამინსიტროს კომპეტენცია.


"ბანერების ჩამოხსნასთან დაკავშირებით, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ვართ კომპეტენტური, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის უწყებებს", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930