გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: შეუძლებელია იყო რაიმე ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული და მხარს უჭერდე იმ ძალას, რომელსაც ცოტა ხნის წინ უპირისპირდებოდი

14-05-2019

ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილის მიერ შალვა შავგულიძის მხარდაჭერას ეხმიანება.


"ამ ბოლო დროს საქართველოში პოლიტიკურმა პროსტიტუციამ ლამის ზენიტს მიაღწია და ახალი ანტი-რეკორდი დაამყარა. რაც პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა.


ღირებულებებზე და პრინციპებზე საუბარი ამ ხალხისაგან უკვე აღარ მიიღება, რადგანაც შეუძლებელია იყო რაიმე ღირებულებების და პრინციპების ერთგული და მხარს უჭერდე იმ ძალას, რომელსაც ცოტა ხნის წინ უპირისპირდებოდი სწორედ ამ პრინციპების და ღირებულებების უხეშად ფეხქვეშ გათელვის გამო.

ფსევდოარგუმენტები, რომ ეს პოლიტიკაა, სადაც ყველაფერი მოსულა და ა.შ. უკვე აღარ გაჭრის.


ისე, ამ შუალედურ არჩევნებს მადლობა უნდა ვუთხრათ თუნდაც იმის გამო, რომ ისეთი ლაკმუსის ქაღალდი გამოდგა, რომელიც ადრე არც კი გვინახავს", - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930