გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ღიად გთავაზობთ მედიას, გავხსნათ პლატფორმები და დეტალურად ვისაუბროთ თითოეულ პროექტზე

14-05-2019

ღიად გთავაზობთ მედიას, გავხსნათ პლატფორმები და დეტალურად ვისაუბროთ თითოეულ პროექტზე - მედიისადმი ეს შეთავაზება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა იმის საჩვენებლად, მიისაკუთრა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ის, რასაც მას მიხეილ სააკაშვილი აბრალებს.


„აქ არის მედია და მე მინდა მათ პირდაპირ მივმართო - რაც ჩამოთვალა მიხეილ სააკაშვილმა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა მელიქიშვილის გამზირი, ჰაიდელბერგ ცემენტი, გალერია თბილისი, სასათბურე კორპორაციები და სხვა, ჩამონათვალი იყო იქ, რაც ღიმილისმომგვრელია. ღიად გთავაზობთ მედიას გავხსნათ პლატფორმები და თითოეულ პროექტზე დეტალურად ვისაუბროთ. ვნახოთ ეს ჩამონათვალი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილმა გააკეთეს - სინამდვილეში რა არის სიმართლე და რეალობა” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა არ ერიდება რეალობის დამახინჯებას.


„ეს ხალხი არ ერიდება რეალობის გადაფუთვას და დამახინჯებას, თავიანთი ცოდვებისა და დანაშაულების შესახებ სხვას ესაუბრებიან - ალბათ ამით გარკვეულ განტვირთვას ახდენენ. მე გპირდებით რომ ამ არჩევნებშიც თქვენ დაინახავთ თუ რა რეაქცია აქვს ხალხს თქვენს სიცრუეზე და იმ დეზინფორმაციაზე, რასაც ყოველდღიურად ავრცელებთ“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930