გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფიო ქაცარავა: ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ზუგდიდის მოსახლეობასთან და კეთილგანწყობა აშკარად იგრძნობა

16-05-2019

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატ გიორგი შენგელიასთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს უმრავლესობის წევრი სოფო ქაცარავა.


მან დღეს ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ერთად შეხვედრები რუსთაველის ქუჩაზე გამართა. მისი განცხადებით, გიორგი შენგელია ღირსეული კანდიდატია და მის მიმართ მხარდაჭერა მთელს ზუგდიდში იგრძნობა.


,,გეგა შენგელია არის ღირსეული კანდიდატი. ის ნამდვილად საქმიანი და კომპეტენტური პიროვნებაა. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ზუგდიდის მოსახლეობასთან და კეთილგანწყობა აშკარად იგრძნობა. მხარდამჭერების რაოდენობა დიდია. ჩვენი ამოცანაა წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი. ჩვენ ძალიან მშვიდ გარემოში ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია. მათი მხრიდან პროვოკაციები ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ მოხდეს ჩვენი მშვიდი კამპანიის დისკრედიტაცია. შესაბამისმა უწყებებმა ყველანაირი რეაგირება უნდა მოახდინონ, რომ მშვიდ გარემოში წარიმართოს კამპანია. პროვოკაციებს ვხედავთ მარტო იმიტომ, რომ მოხდეს სურათის დისკრედიტაცია", - აცხადებს ქაცარავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031