გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თინათინ ბოკუჩავა პოლიციას ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტზე დროულ რეაგირებასა და შესაბამისი პირების დასჯას სთხოვს

18-05-2019

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე ახალი დეტალებია ცნობილი.


მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელმა, მოახერხა, გადაეღო იმ პირის მანქანის ნომერი, რომელმაც ცოპტა ხნის წინ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღიდან გაისროლა.


„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინც არის ამ მანქანის მეპატრონე - ირაკლი ჩანგელია, რომელიც დაბადებულია 1999 წელს. თუ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, იმედი გვაქვს, რომ პოლიციას ასევე აქვს ინფორმაცია და მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი, უნდა დაისაჯონ ასევე ის ადამიანები, ვინც გასცეს უკანონო ბრძანება“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031