გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე "რუსთავი 2"-ს: მოსყიდვის, ან დაშენების შესახებ რეალური ინფორმაცია რომ გქონოდათ, მოსყიდვის დაბრალებისთვის ჯილდოს არ დააწესებდით

19-05-2019

„მოსყიდვის, ან დაშენების შესახებ რეალური ინფორმაცია რომ გქონოდათ, მოსყიდვის დაბრალებისთვის ჯილდოების დაწესება არ მოგიწევდათ - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია რუსთავი-2-ის შეკითხვას ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. 

„რეალური, ხაზს ვუსვამ, რეალური ინფორმაცია რაიმე მოსყიდვის, დაშინების ან მსგავსი არაკანონიერი ქმედების შესახებ რომ გქონოდათ, მაშინ არ მოგიწევდათ ჯილდოების დაწესება მოსყიდვის დაბრალებისათვის. ეს არის ნამდვილი ინფორმაცია, რასაც მე გეუბნებით. ე.წ. ჯილდო იმისთვის დაწესდა, რომ ინფორმაცია წამოსულიყო და ვინმეს დაბრალებოდა მსგავსი ფაქტი, იმიტომ, რომ ასეთი ფაქტები რეალურად არ ფიქსირდება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31