გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: თუკი მოსყიდვაზე ვსაუბრობთ, ამის კლასიკური მაგალითი იყო ნიკა გვარამიას განცხადება

19-05-2019

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა, არსებულ საარჩევნო გარემოზე საუბრისას ყურადღება რამდენიმე დეტალზე გაამახვილა.


სოზარ სუბარის თქმით, დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა საარჩევნო უბნებზე, იყო მხოლოდ პროცედურული ხასიათისა და მოსყიდვის ფაქტები არ დადასტურებულა.


სოზარ სუბარი გამოეხმაურა "რუსთავი 2"-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებასაც. გვარამიამ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ყველა პირი, ვინც ტელეკომპანიას დადასტურებულ ინფორმაციას მიაწვდის არჩევნების გაყალბების თაობაზე, მიიღებს 1000 ლარს ჯილდოს სახით.


"თუკი მოსყიდვაზე ვსაუბრობთ, ასეთი იყო ნიკა გვარამიას განცხადება. ეს არის კლასიკური მოსყიდვის მცდელობა პირდაპირ ეთერში", - განაცხადა რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31