გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ბენიძე: "სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და დაკვირვების საშუალება მიეცათ

19-05-2019

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარემ, მიხეილ ბენიძემ განაცხადა.

"მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. მიხეილ ბენიძე აღნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. რიგ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები“- განაცხადა მიშა ბენიძემ

ორგანიზაციამ წარადგინა 14:00 საათისთვის უბნის გახსნისა და კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, PVT-ს შედეგებზე დაყრდნობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031