გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციის თითოეული ლიდერის ნარატივი იყო, რომ დაეძაბათ ჩვენი მოსახლეობა რაც, რა თქმა უნდა არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ

20-05-2019

ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" დღეს პოლიტიკაში უალტერნატივო ძალაა.


"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც რეაგირებს შეცდომებზე და ხედავს თავის შეცდომებს, მათ ასწორებს და წინ მიდის. მთავარი გზავნილი სწორედ ის არის, რომ ჩვენ გვსურს ქვეყანა მშვიდობით და სტაბილურობით წავიყვანოთ წინ და გადავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე, და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გავხადოთ ხელშესახები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "იმედი LIVE"-ის ეთერში.


მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავარი ოპოზიციური ძალა და ოპონენტები არიან მიმდევრები იმ დესტრუქციული პოლიტიკის, რომელიც მათთვის დამახასიათებელი ნიშანია: "მათი თითოეული ლიდერის ნარატივი იყო ის რომ დაეძაბათ ჩვენი მოსახლეობა და ამომრჩეველი რამენაირად, რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031