გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"არტ-ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში სენაკს გიორგი უშიკიშვილი ესტუმრა

21-05-2019

სენაკი არტ-ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს, სენაკს საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, ანსამბლ ,,ლაშარის" ხელმძღვანელი, ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ლაშარელასთან" ერთად ეწვია.


შეხვედრა-კონცერტი ღია ცის ქვეშ, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მიმდებარე ცენტრალურ პარკში გაიმართა.


ანსამბლ ,,ლაშარელას" მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს შორის შუალედში, გიორგი უშიკიშვილმა სამუსიკო სკოლის აღსაზრდელთა შეკითხვებს უპასუხა. მომღერალმა ისაუბრა ქართული ფოლკლორის სიღრმისეული შესწავლის მნიშვნელობაზე, ასევე, გაიხსენა საინტერესო და სახალისო ბიოგრაფიულ მომენტები საკუთარი შემოქმედებიდან.


სენაკელ მსმენელთან უშუალო და მრავლისდამტევი დიალოგის შემდეგ, მომღერალი სცენაზე ავიდა და უნიკალური ხალხური სიმღერები შეასრულა.


საღამოს დასასრულს, ტკბილხმოვანი აფხაზური და მეგრული სიმღერები მაყურებელმა ,,კოლხური ტრიოს" შესრულებითაც მოისმინა.


,,სენაკი არტ-ფესტივალის" დამაარსებელმა, მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის საპატიო სტუმარს დაუვიწყარი საღამოსთვის, რის შემდეგაც, ფესტივალის სამახსოვრო ბანერზე, ფოლკლორული სიმღერების ცნობილმა შემსრულებელმა და ლოტბარმა, ავტოგრაფი დატოვა.


22 მაისს, სენაკის მუსიკალური ფესტივალი ანსამბლ ,,ფორტეს"" უმასპინძლებს. კონცერტი, 8 საათზე, ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031